დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სუბსიდირებული ავიაბილეთებზე მოთხოვნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა -  მარიამ ქვრივიშვილი

სუბსიდირებული ავიაბილეთებზე მოთხოვნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - მარიამ ქვრივიშვილი

12-07-2024 13:00:00

საქართველოს მოქალაქეების EURO-2024-ზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში ჩასაყვანად, საერთო ჯამში 41 ჩარტერული ფრენა შესრულდა და 6524 სუბსიდირებული ავიაბილეთი გაიყიდა.

როგორც დღეს Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ევროპის ჩემპიონატის პერიოდში დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე უცხოურმა ავიაკომპანიებმა ავიაბილეთების ფასები მნიშვნელოვნად გააძვირეს, სწორედ აქედან გაუჩნდა პრემიერ-მინისტრს ინიციატივა, რომ გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დანიშნულიყო და სუბსიდირებული ავიაბილეთები გაყიდულიყო, რათა საქართველოს მეტ მოქალაქეს შესძლებოდა საკუთარი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრობა. 

„ნამდვილად ძალიან საამაყო და პოზიტიური პერიოდი გამოვიარეთ მთელმა საქართველომ და როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი ნაკრები თამაშობდა გერმანიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ასეთი იდეა და ინიციატივა, რომ უმოკლეს ვადებში ჩვენ როგორც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გვეზრუნა იმაზე, რომ საქართველოს მეტ მოქალაქეს, მეტ ქომაგს ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ გერმანიაში ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის. რატომ გაჩნდა ეს იდეა და რა იყო მთავარი ფაქტორები? პირველი ის, რომ ჩვენ ყველას გვქონოდა შესაძლებლობა, რომ იქ ვყოფილიყავით, გვეზეიმა ბიჭების გამარჯვებით, მაგრამ მეორეს მხრივ ვიცოდით, რომ ორი ძირითადი გამოწვევა იყო: პირველი ეს იყო ის, რომ ადამიანებს გერმანიაში ტრანზიტული გზით, ანუ გადაჯდომით წასვლა არ დასჭირვებოდათ, რაც თავის მხრივ დროსთან და რესურსთან არის დაკავშირებული. მეორე ის, რომ ავიაბილეთები ყოფილიყო ხელმისაწვდომი, შესაბამისად უნდა ყოფილიყო სუბსიდირებული. ამოცანა იყო მარტივი, პირდაპირი რეისებით და ხელმისაწვდომი ფასებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჩაყვანა გერმანიაში იმისთვის, რომ ერთად გვეგულშემატკივრა ბიჭებისთვის, საუბარი იყო შემდეგ მიმართულებებზე: დიუსელდორფი, ჰამბურგი და კიოლნი. 

შემიძლია დღეს შევაჯამო და გითხრათ, რომ ამ პროექტმა და ამ პროექტისადმი მოთხოვნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მათ შორის ჩვენს მოლოდინსაც. გვინდა გათვლები და ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. მოკლედ, ჩვენ შესაბამისად ავაწყვეთ ავიარეისების გრაფიკები, ჩართული გვყავდა ძირითადად ქართული ავიაკომპანიები, რაც ერთგვარი მხარდაჭერაც იყო ავიაკომპანიებისადმი იმიტომ, რომ ჩვენ შევასრულეთ 41-მდე ჩარტერული რეისი, რისი საშუალებითაც 6524 ავიაბილეთი გაიყიდა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით. მას შემდეგ რაც გავიმარჯვეთ და ახალი მატჩი დაგვემატა მოგვიწია 24 საათიან რეჟიმში მუშაობა, ვეცადეთ ძალიან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ყველაზე დიდი მოთხოვნა ბოლო მატჩზე იყო და მიუხედავად დროის სიმცირისა ჩვენ მაინც უზრუნველყავით ის, რომ შესრულდა არაერთი ჩარტერი, საქართველოს არაერთი მოქალაქე წავიდა საგულშემატკივროდ და იყო ძალიან პოზიტიური ენერგეტიკა აეროპორტში, ისევე როგორც რეისებზე. ჩარტერული ფრენები სრულდებოდა თბილისიდან და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. როგორც მოგახსენეთ ჩვენ ვპარტნიორობდით პირველ რიგში ქართულ ავიაკომპანიებთან, ისევე როგორც შემდგომში, პარალელურად, ევროპულ ავიაგადამზიდავებთან. ასევე ჩვენი პარტნიორი იყო ავიაკომპანია Wizz Air. ამ ერთიანი ძალისხმევით და დივერსიფიცირებული პარტნიორობით, მოკლე ვადაში შევქმენით ის გამტარუნარიანობა, რომელმაც შეგვაძლებინა, რომ სუბსიდირებული ავიაბილეთებით, გაგახსენებთ რომ ერთი გზა სუბსიდირებული ავიაბილეთის ღირებულება იყო 195 ევრო, დანარჩენ კომერციულ ტარიფს სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. ერთის მხრივ სულ რაღაც 3,5-4 საათში თბილისიდან გერმანიის ან ქუთაისიდან გერმანიის მიმართულებით პირდაპირი რეისით ხვდებოდა ადამიანი, მაგრამ მეორეს მხრივ ფასი იყო გადამწყვეტი და განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ თითქმის ყველა ადამიანი რომელმაც იმგზავრა ამ ორგანიზებული სპეც ჩარტერებით ყველა აღნიშნავდა, რომ რომ არ ყოფილიყო სუბსიდირებული ტარიფი ამდენი ადამიანი ვერ შეძლებდა ნაკრების თამაშებზე დასწრებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები