სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სწორი მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს ინვესტორების ნდობას, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გადაცემაში მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენები მიმოიხილა.
„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მოვლინება იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
მიმდინარე კვირაში, გლობალური გამოწვევების შესახებ სებ-მა კონფერენცია გამართა. აღნიშნულ კონფერენციაზე ძალიან საინტერესო მოხსენება ჰქონდა სებ-ის საერთაშორისო კონსულტანტს დევიდ ვავრას, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა მთლიანობაში შეაფასა.
Business Insider Georgia-სთან საუბარში მან რამდენიმე ასპექტი გამოკვეთა, მათ შორის ისაუბრა იმაზე, რომ საქართველომ შეძლო ბოლო პერიოდის, 4 -წლიან ტურბულენციას ძალიან ღირსეულად გაუძლო და მათ შორის შეძლო, რომ ღირსეულად გამოსულიყო ამ ტურბულენციიდან, ვინაიდან რევოკაციის შედეგად მოახერხა კომპანიების მოზიდვა ამ ქვეყანაში.
კიდევ ერთი ლეგენდა, თითქოს ამ პერიოდში საქართველომ რევოკაციით კომპანიების მოზიდვა ვერ შეძლო, მათ შორის ამ ნაწილშიც დაიმსხვრა.
დევიდ ვავრამ ისაუბრა ასევე, საქართველოს შემდეგ პერსპექტივებზე.
ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია ლარში სესხების გაიაფებასთან, საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით. მისი მხრიდან აღინიშნა, რომ კიდევ არის პოტენციალი რეფინანსირების განაკვეთის შემდეგი შემცირების.
გასაგებია, რომ ჩვენ ამ მხრივ ევროპის ცენტრალური ბანკისა და აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს ამ კუთხით ვაკვირდებით. ასევე დევიდის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ აქტიურები ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით.
მან საკუთარი ქვეყნის, ჩეხეთის და ასევე ირლანდიის მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ შეიძლება ვისარგებლოთ ამ შემთხვევაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით, ასევე წევრობამდე რა შესაძლებლობები არსებობს ამ თვალსაზრისით.
Business Insider Georgia-სთან დევიდ ვავრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ძალიან მალე შემოგთავაზებთ.
ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და მისი მოსაზრებები ყოველთვის რელევანტურია, რადგანაც ის საქართველოში მუშაობდა. მეც მქონდა პატივი მასთან 3 წლის განმავლობაში მემუშავა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტში, მათ შორის პანდემიის პერიოდში, როდესაც მასთან ერთად გავაკეთეთ საქართველოს ეკონომიკის მოდელირება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის არა ერთი ცენტრალური ბანკის მრჩეველი დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მრჩეველია.
ახლა კი გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე, როგორც იცით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
Moody’s-ის რეიტინგის თანახმად, ვიგებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: პირველი, რომ საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობა გაზრდილია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო ვალი არის შემცირებული, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ძლიერი გამოვიდა გეოპოლიტიკური ტურბულენციიდან.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ ჩვენ შევადარებთ 2017-2019 წლებსა და 2021-2023 წლებს ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა 5,5%-დან 9,7%-ზეა ასული. შემცირებულია უმუშევრობის მაჩვენებელი, ხოლო თითქმის გაორმაგებულია მშპ. ეს კი არის საქართველოს ეკონომიკის კონკურენტული უპირატესობა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
რუბრიკის ავტორმა და წამყვანმა განმარტა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველომ შეძლო მშპ-სთან მიმართებით გაზრდილიყო როგორც მთავრობის, ისე კერძო ინვესტიციები, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ნდობას ეკონომიკისადმი.
„საქართველოს ეკონომიკა სანდოა ინვესტიციების კუთხით. განსაკუთრებით კერძო სექტორი მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ამ ქვეყანაში ხედავენ პერსპექტივას და ნეგატიური მოლოდინები არის ნაკლები. ამიტომ არის Moody’s-ის რეიტინგში ხაზგასმულია სვლა სტაბილურობისკენ.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დანაზოგებთან დაკავშირებულ საკითხზე, სწორედ ეს არის აღნიშნული, რომ გაზრდილია სახელმწიფო და კერძო სექტორში დანაზოგები და პოსტპანდემიურ პერიოდში დანაზოგების საკმაოდ სოლიდური ზრდაა. რაც არის პოზიტიური განცდა და ბიზნეს გარემოზე დადებითად აისახება.
არის საინტერესო ვითარება ვალთან მიმართებით. ხშირად არის სპეკულაცია გვჭირდება თუ არა ვალის აღება და რამდენი ვალი გაქვს აღებული. პირველი შეცდომა, რომლის დაშვებაც ხდება ხოლმე არის ვალის აბსოლიტურ ციფრებში გამოთქმა და საუბარი.
პროფესიონალურად, რომ შევხედოთ ვალი იზომება ხოლომე მშპ-სთან მიმართებით. ამ შემთხვევაში კი გაქვს დაღმავალი ტრენდი და ის ახლოსაა უსაფრთხო ზონასთან. ჯამში, სტაბილური მაკრო-ეკონომიკური გარემო, სწორი მონეტარული პოლიტიკა იწვევს ინვესტორების ნდობას. და ცხადია, ეს არის ის შედეგები, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა რეიტინგებში.
როდესაც ვსაუბრობთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის როლზე დასაქმების და შემოსავლების მიმართულებით დიახ სწორედ რეიტინგებია ის ბაზისი, რომელსაც ყველა მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი
22 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს41 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”