დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სსფ საქართველოში 5%-ზე მცირედით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს

სსფ საქართველოში 5%-ზე მცირედით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს

12-05-2023 00:11:27

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

„ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც ზემოაღწერილ ფაქტორებთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს.

სსფ-ს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუჯობესება შეუწყობს ხელს.

2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობის და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე“, - ნათქვამია სსფ-ს რელიზში. 

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4%-დან 5%-მდე გაზარდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები