ერთ თვეში ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოვიტანთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Snacky - Peanut Butter-ის დამფუძნებელმა ზური სამოილენკომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მალე მომხმარებელს კლასიკურ არაქისის კარაქთან ერთად „ქრანჩს“ შესთავაზებენ.
„ეს არის არაქისის კარაქი, რომელშიც მიწის თხილის ნაწილებია მოთავსებული. „ქრანჩი“ სუპერმარკეტების დახლებზე 250, 500-გარმიან და ერთ კილოგრამიან შეფუთვებში გამოჩნდება, - ამბობს მეწარმე.
ამასთან, ქართული არაქისის კარაქის ბრენდი ეტიკეტის დიზანის განახლებას გეგმავს და სავაჭრო ქსელში პროდუქტი ახალი ეტიეტით იანვრიდან გამოჩნდება.
Snacky - Peanut Butter-ის წარმადობა და გაყიდვები თვეში უკვე 9 ტონას შეადგენს.
კომპანია ბიზნესს აფართოებს და გეგმავს, რომ თბილისში 2024 წელს 1500-მდე მარკეტში იყოს წარმოდგენილი. Snacky - Peanut Butter-ს არაქისი სნექისთვის ბრაზილიიდან შემოაქვს. საწარმო სიმძლავრე თვეში 30 ტონას შეადგენს.
„კომპანიის გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი“, - ამბობს ზური სამოილენკო.
კომპანიის საწარმო თბილისში მდებარეობს და 15 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
2 საათის წინ
Snacky ასორტიმენტს აფართოებს და გაყიდვებს ზრდის