საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში შტადლერის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შტადლერის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ, საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შტადლერის წარმოების 4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3 წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს.
ქართულმა და შვეიცარულმა მხარემ მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შტადლერის ქარხანა დაათვალიერეს.
უახლესი
19 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს21 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა22 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება