დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შპს "თრეიდ ჰოლდინგს" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

შპს "თრეიდ ჰოლდინგს" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

21-07-2023 12:13:31

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "თრეიდ ჰოლდინგს" (ს/ნ: 416331507) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა.
 

გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კომპანიის მხრიდან ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება გახდა
 

საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით, შპს "თრეიდ ჰოლდინგს" აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით.
 

ნებისმიერი ზემოხსნებული მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია როგორც კლიენტებისთვის, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და მთლიანად საფინანსო სექტორისთვის.
 

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების მომსახურებებით.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები