დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი იპოვეს

24-08-2023 18:18:22

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.  ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიას განუცხადა. 

„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით, საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იყო დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი.

ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც განვაგრძობთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შოვში, 3 აგვისტოს მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი ისევ ეძებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები