დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შოკოლაბი“ ბაზარზე საქართველოს რუკის ფორმის შოკოლადებს გამოიტანს

„შოკოლაბი“ ბაზარზე საქართველოს რუკის ფორმის შოკოლადებს გამოიტანს

09-05-2023 09:44:32

 

 

 

ზაფხულის პერიოდში „შოკოლაბმა“ წარმოება დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ედილაშვილი-ტყემალაძე Business Insider Gerogia - თან ამბობს, სექტემბრიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

რაც შეეხება სიახლეს, კომპანიის გეგმაშია რუკის ფორმის შოკოლადების ხაზის განვითარება და ასორტიმენტის გაზრდა, რასაც ბაზარზე სექტემბრიდან გამოიტანენ.

„რუკის ფორმის შოკოლადების გამოშვებით გვინდოდა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოგვეხდინა. ამან ინტერესი ნამდვილად გამოიწვია, თუმცა იყო კრიტიკაც, რადგან ზოგისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს რუკის საკვებად ქცევა. თუმცა, დადებითი ემოცია სჭარბობდა, განსაკუთრებით სკოლების მხრიდან, შოკოლადებს სტიკერებიც დავამატეთ, რამაც პროდუქტი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა. მომავალი სეზონისთვის ამ ხაზის განვითარებას უფრო აქტიურად ვგეგმავთ. სექტემბრიდან გავზრდით ასორტიმენტს, ეს იქნება ახალი, რუკის ფორმის შოკოლადის ყუთები, რომელიც გაყიდვაში ჩაეშვება. სეზონიდან გამომდინარე, მაისიდან წარმოება გავაჩერეთ და 3 თვეში უფრო გაძლიერებული და განსახლებული ასორტიმენტით დავბრუნდებით", - ამბობს „შოკოლაბის“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება ფასს, მარიამ ედილაშვილი-ტყემალაძის თქმით, თუკი წარმოების განახლების პროცესში ნედლეული გაძვირდება, გარკვეული კორექტირება მოუწევთ. სხვა შემთხვევაში, ფასების ცვლილება არ იგეგმება.

„შოკოლაბის“ ტკბილეულის ფასი 3-ლარიდან იწყება და შიგთავსის, წონისა და შეფუთვის მიხედვით იზრდება.

ცნობისთვის, კომპანია „შოკოლაბი“ ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. კომპანია სტაბილურად 3-4 ადამიანს ასაქმებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხშირად დამატებითი კადრების მობილიზება უწევთ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები