დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შეზღუდვა გაგარინის ქუჩაზე - თბილისის მერიის განცხადება

შეზღუდვა გაგარინის ქუჩაზე - თბილისის მერიის განცხადება

25-03-2023 01:22:17

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისწყალსადენის მაგისტრალურიმილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობადროებით შეფერხებულია.

 

კერძოდ, სრულად შეიზღუდა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ  ამსვლელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით გადაადგილდება.

 

რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან ვეფხი და მოყმის ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

 

სატრანსპორტო შეზღუდვა მოიხსნებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისმიერ წყალსადენის მილისაღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები