შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე დასასვენებელი კომპლექსი ,,რანჩო ვარიანში" ვიზიტორებს შემოდგომის სეზონზე აქციას სთავაზობს.
15 სექტემბრიდან რანჩოს ყველა სტუმრისთვის, რომელიც 2 ღამეს გაატარებს სასტუმროში, მესამე ღამეს უფასოდ დაისვენებს.
როგორც ,,რანჩო ვარიანის“ მენეჯერი ლაშა ბაბუნიშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, აქციის ფარგლებში შეკვეთები საგრძნობლად გააქტიურდა და სეზონის განმავლობაში მეტ დატვირთვას ელოდებიან.
გარდა ამისა, ის ზაფხულის სეზონსაც აფასებს და აცხადებს, რომ მოთხოვნა წინა წელთან შედარებით, გაიზარდა.
„რანჩო ვარიანში“ სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, რის გამოც იგი ყველა სეზონზე აქტიურია. გარდა იმისა, რომ გამოგვარჩევს ავთენტური ქართული კერძების მრავალსახეობა, ჩვენი დასასვენებელი კომპლექსი დიდ ინტერესს იწვევს მომსახურების მრავალფეროვნებით, რის გამოც ქართველ და უცხოელ ტურისტებში ძალიან პოპულარულია.
წლევანდელი ტურისტული სეზონი საკმაოდ აქტიური და დატვირთულია. ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ შემოდგომაზეც, მეტ ზრდას ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომის პერიოდში კომპლექსი მაქსიმალურად დაიტვირთება, რაც ჯავშნებსაც უკვე ეტყობა, მომართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია“, - ამბობს ლაშა ბაბუნიშვილი.
რაც შეეხება ტარიფებს, 2 ადგილიანი კოტეჯის საფასური, პარასკევიდან-კვირის ჩათვლით - 160 ლარი; შაბათს - 250 ლარია. ამავე პერიოდში 4 ადგილიან კოტეჯში დასვენების საფასური 230 ლარს შეადგენს, შაბათს - 300 ლარია.
ახალი დასასვენებელი სივრცე „რანჩო ვარიანში“ ,,სოფელი ნამა”: 6 ადგილიან კოტეჯში მსურველებს კვირის ნებისმიერ დღეს 250 ლარიან ტარიფს სთავაზობს. ღირებულებაში შედის: ღია საცურაო აუზი, საბილიარდო, სათამაშო კონსოლი (PlayStation), წყლის ველოსიპედები, საცხენოსნო კლუბი და საბავშვო მოედანი.
ცნობისთვის, დასასვენებელი კომპლექსი ,,რანჩო ვარიანში“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს და წლიდან წლამდე ვითარდება. ამ ტერიტორიაზე მოქმედებს 20 დასასვენებელი კოტეჯი და საცურაო აუზი. აქამდე თუ კომპანია მხოლოდ კვების ობიექტებზე იყო ორიენტირებული, ამჟამად მომხმარებლებს ახლა სრულ დასასვენებელ კომპლექსს სთავაზობს.
უახლესი
1 საათის წინ
დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა6 საათის წინ
არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება