ჩვენ ვიცით რა არის ღია საკითხები და ვმუშაობთ სსფ-სთან ამ საკითხების მოგვარებაზე, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ განაცხადა.
მისი თქმით, სსფ-ს ბოლო მისიამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური გარემო.
„ეს იყო სსფ-ს ე.წ. მე-4-ე მუხლის მისია, რომელიც არ ეძღვნებოდა პროგრამის განხილვას, თუმცა გვქონდა საშუალება გვესაუბრა სავალუტო ფონდის პროგრამის არსებულ სტატუსზე. ჩვენ ვიცით, რა არის ღია საკითხები და ვმუშაობთ სსფ-სთან ამ საკითხების მოგვარებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყდეს ისე, როგორც უმჯობესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის. გვიხარია, რომ სსფ ამ დისკუსიაში კონსტრუქციულად მოგვყვება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა. IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა
უახლესი