დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

30-04-2024 12:07:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 201,3 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 144,63 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ა.დ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7518.41 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო სამართალდამრღვევი მოქალაქის ს.ო.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები