ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდნენ. პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ერთი კვირის წინ წარუდგინა. პროცედურების მიხედვით, დანიშნული იყო საფინანსო და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც დეპუტატებს უნდა ემსჯელათ კანდიდატებზე, თუმცა კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდნენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ კი განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა კანდიდატები გაიწვია და ახალ კანდიდატურებს მხოლოდ მას შემდეგ წარადგენს, რაც ნათია თურნავას ბრძანებულება გაუქმდება.
„პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილები. აღნიშნულ მდგომარეობაში, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატების წარდგენაზე“, - განაცხადა მსხილაძემ.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანდიდატების გაწვევის მექანიზმი არ არსებობს, პრეზიდენტი საბოტაჟით არის დაკავებული და ზურაბიშვილს მოუწოდეს იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება