დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA განცხადებას ავრცელებს

16-05-2023 03:22:24

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: 

,,გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ Azimuth Airlines-ის შესახებ არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons list ("SDN List") and all other sanctions lists administered by OFAC) და აღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ოფიციალურ წყაროზე.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) ფიქსირდება როგორც Joint-Stock Company “AZIMUTH AIRLINES”, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სანქცირებულთა სიაში მოძიებული კომპანია არის „AZIMUT LLC“-ი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ნავიგაციის და საინფორმაციო სისტემების მიმწოდებელ კომპანიას" - ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები