პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
„პრეზიდენტმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები.
მიმდინარე წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის დაარსებიდან 60 წელი გადის.
უახლესი