დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ყველის იმპორტი 25%-იან ზრდას აჩვენებს

საქართველოში ყველის იმპორტი 25%-იან ზრდას აჩვენებს

17-09-2024 11:00:00

 

ქვეყანაში ყველის იმპორტი 25%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1,453.39 ტონა ყველი იყიდა, რაშიც 5,859.85 ათასი დოლარი გადახადა. 2023 წლის შვიდ თვეში კი ქვეყანამ 1,158.45 ტონა ყველია იმპორტი განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში ყველის იმპორტი მზარდია და წლის ჭრილში რეკორდი 2023 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 8,149.04 ათასი დოლარის ღირებულების 2,041.59 ტონა ყველის (ახალი ყველი (მოუმწიფებელი ან დაუვარგებელი), შრატ-ალბუმინური ყველის ჩათვლით და ხაჭო) იმპორტი განხორციელდა.

საქართველოში ყველის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის იმპორტირებული ყველის 43%-ი.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველის იმპორტს ახდენს: 

  • თურქეთი - 631.33 ტონა
  • გერმანია - 166.87 ტონა
  • პოლონეთი - 127.65 ტონა
  • რუსეთი - 121.70 ტონა
  • ბელარუსი - 96.32 ტონა

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველის იმპორტმა 499.82 ტონა შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 34%-ია. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები