დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში Lamborghini-ის ავტომობილების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

საქართველოში Lamborghini-ის ავტომობილების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

23-01-2025 13:00:00

ქვეყანაში Lamborghini-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში Lamborghini-ს მარკის ავტომობილების რაოდენობამ 47 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 37 ერთეულს შეადგენდა. 

ქვეყნის მასშტაბით Lamborghini-ს მარკის ავტომობილების ძირითადი კონცენტრაცია თბილისში ფიქსირდება - 33.

ქვეყნის მასშტაბით Lamborghini-ს მარკის ავტომობილების გადანაწილება ასეთია:

ქ. თბილისი: 33

აჭარის არ: 7

მცხეთა-მთიანეთი: 3

სამეგრელო-ზემო სვანეთი: 2

სამცხე-ჯავახეთი: 1

შიდა ქართლი: 1

რაც შეეხება თუ რომელი მოდელის  Lamborghini-ს  მარკის ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას ქვეყანაში, სტატისტიკა ასე გამოიყურება:


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები