საქართველოსა და მაროკოს სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გადადის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ორ მხარეს შორის შეთანხმების ტექსტის მისაღებად მოლაპარაკებების გამართვის უფლებამოსილება სამ პირს უკვე მიანიჭა. ესენია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ქაჯაია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით, ქალაქ რიადში მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და მაროკოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების პერსპექტივები და შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისა და ავიაკომპანიებისათვის პირდაპირი ფრენების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, დაიწყებენ მუშაობას საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შეხვედრის ფარგლებში, ქართულ მხარეს გადმოეცა მაროკოს მხარის მიერ შემუშავებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელზეც საავიაციო ხელისუფლებები გააგრძელებენ მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებას ესწრებოდნენ წამყვანი მაროკოული ავიაკომპანიების – „Royal Air Maroc“-ისა და „Air Arabia Maroc“-ის წარმომადგენლები. სააგენტოს მხრიდან, ავიაგადამზიდველებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრისა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ძირითადი მაჩვენებლების შესახებ.
უახლესი
13 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება14 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით