2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.5 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
აღნიშნული მოცულობის 10.7 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1 პროცენტი - ტრანზიტზე.
2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29.2 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70.8 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს:
რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.8 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (24.9 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (9.1 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (54.4 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (22.8 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (8.7 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (5.7 პროცენტი).
2023 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70.0 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (32.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (19.0 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (18.6 პროცენტი).
როგორ იცვლებოდა საქართველოს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის დინამიკა - 2018-2023 წლები
წყარო: საქსტატი
უახლესი
8 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება