დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს - შარლ მიშელი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს - შარლ მიშელი

29-03-2023 15:13:00

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

შარლ მიშელმა კიშიეს განცხადება კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით შემდეგი ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს.

მსურს მკაფიოდ დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს დღის წესრიგში წლის ბოლოსთვის ვაპირებ.

ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები