დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია Keepz გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია Keepz გახდა

30-10-2024 11:08:00

ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანია „Keepz-ი" ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

 

Keepz-ის ძირითადი პროდუქტი არის QR ტერმინალი, რომელიც ნებისმიერი ზომის ბიზნესს თუ საცალო მოვაჭრეს ბარათით გადახდების მიღების საშუალებას აძლევს. 

 

აღსანიშნავია, რომ Keepz აერთიანებს გადახდის ყველა შესაძლო ალტერნატივას, როგორც რეალურ, ასევე, ონლაინ ვაჭრობისას. მას სხვა კომპანიებისგან ისიც გამოარჩევს, რომ გადამხდელს არ ჭირდება იყოს Keepz-ის მომხმარებელი ან გადმოწეროს  აპლიკაცია, ქიფზის QR-ით გადახდა შესაძლებელია applepay/googlpay ელექტრონული საფულეებით, კრიპტო საფულით, ბარათის მონაცემის შეყვანით და ბანკების მობაილ აპლიკაციებით.

 

„ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად შეცვლის გადახდების სფეროს დამოხარულნი ვართ, რომ keepz ამ პროცესში მოწინავე კომპანიაა. მომავალში ვაპირებთ ახალი პროდუქტების დამატებას, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული პოს ტერმინალი და მობილური საფულე, კიდევ უფრო გავაიაფებთ ჩვენს პროდუქტებს და გავამარტივებთ არსებულ პროდუქტებზე გადახდის პროცესს" -  განაცხადა Keepz-ის CEO-მ, გიორგი მარიამიძემ. 

 

„მივესალმებით კომპანია Keepz საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, რომელიც ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად შეცვლის გადახდების სფეროს და მოხარულნი ვართ, რომ keepz არის ამ პროცესში მოწინავე კომპანია. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.


მსგავსი სიახლეები