ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას, ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.
ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.
უახლესი
8 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი