პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტებმა სებ-ის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკს კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა.
შესაბამისად, კომიტეტები წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტს უარყოფითი დასკვნით მიმართავს.
„ჩვენ როგორც კანონი ითვალისწინებს, სამი დღით ადრე დავდეთ საიტზე, შევატყობინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაგვიდასტურეს მოსვლა თვითონაც და კანდიდატურების მოსვლაც. ყველაფერი მიდიოდა გეგმით, რადგან ჩვენ არ შეგვეძლო გადაგვედო, 2 კვირის ვადის შეზღუდვა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ის რაც მოხდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრძანა რომ არ უჭერენ თუ გამოიწვევენ. არ არის კანონში, არც რეგლამენტში არსად, პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა, ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ არც დაგვაფასა და არც მოვიდნენ. არ დავუჭირეთ მხარი. თუმცა, აქვე ვაფიქსირებ, ჩვენ კომიტეტმა არ დავუჭრეთ, სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება საბოლოოდ. მე იმედი მაქვს, წარმოუდგენელია პრეზიდენტს არ ესმოდეს, რომ თუ საბჭო არ იფუნქციონირებს რა იქნება, ამიტომ იმედი მაქვს, რაღაცნაირად შევთანხმდებით და ერთხელ მაინც გადადგამს ნაბიჯს, რომ კონსულტაციები გავწიოთ. თუ ეს არ იქნება არის გზები, რომელიც ბანკის ფუნქციონირებას ხელს არ შეუძლია", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება