დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკის ზრდის მთავარი ფაქტორი სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხრიდან მიმდინარე ინტენსიური მარკეტინგული აქტივობებია - ნატა კვაჭანტირაძე

საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკის ზრდის მთავარი ფაქტორი სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხრიდან მიმდინარე ინტენსიური მარკეტინგული აქტივობებია - ნატა კვაჭანტირაძე

15-10-2024 11:00:00

ზრდის მთავარ ფაქტორი არის ის, რომ ძალიან ინტენსიური მარკეტინგული აქტივობები მიმდინარეობს წლის განმავლობაში, როგორც სახელმწიფოს ისე კერძო სექტორის მხრიდან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ  ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების შეფასებისას განაცხადა. 

როგორც ცნობილია, იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ია.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია.
ნატა კვაჭანტირაძე განმარტავს, საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის მხრივ, განსაკუთრებით მესამე კვარტალში, საკმაოდ კარგი ვითარებაა. 

„ზოგადად კარგი მაჩვენებლებით გაიარა მესამე კვარტალმა, გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტული ნაკადის ზრდის მაჩვენებელი ძალიან თვალსაჩინო და ცალსახაა. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, რომელიც საკმაოდ აქტიურობით გამოირჩევა, შესამჩნევი რაოდენობა იყო საერთაშორისო სტუმრების, როგორც დედაქალაქში ისე რეგიონებში. მთავარ ფაქტორი ზრდის არის ძალიან ინტენსიური მარკეტინგული აქტივობები, მიმდინარეობს წლის განმავლობაში, არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან არამედ კერძო სექტორის მხრიდან. საკმაოდ დიდი ფინანსები გადის იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებში ინტერესი საქართველოს მიმართულებით გაიზარდოს. რათა მათ შემდგომ მოახდინონ ტურისტების ინტერესის ზრდა თავიანთ ქვეყნებში. და თავისთავად ეს პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც საქართველოსთან აქვთ კიდევ უფრო ინტენსიურად ასახონ ვიზიტორთა ზრდაში. 

რაც შეეხება გამოწვევებს, ნებისმიერი მცირე რყევაც კი გავლენას ახდენს ტურიზმზე. ამიტომ სახელმწიფოს, მთლიანად კერძო სექტორის მოტივაცია უნდა იყოს, რომ ქვეყანა  საერთაშორისო ბაზარზე წარდგეს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი. მოხდეს ინფორმირებულობა, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა ვართ უსაფრთხო მოგზაურებისთვის და რომ ნებისმიერი სტუმრის ინტერესი მოგზაურობის დროს არის დაცული. 

გამოწვევები ამ მხრივ დღეს, მოლოდინის ნაწილში მინდა გითხრათ, რომ მაინც უკავშირდება ქვეყნის შიგნით, როგორც პოლიტიკურ ჭრილს, ასევე ეკონომიკურ ჭრილს და ტურიზმის განვითარების მთავარი მამოძრავებელი იქნება შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა და ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო გავზარდოთ ტურისტების შემოსვლით“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პირდაპირ აისახება სტატისტიკაზე  და რომ ამ მხრივ საკმაოდ წინ გადადგმულია ნაბიჯია გაერთიანებულ სამეფოსთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც 2025 წლიდან ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება. 

„სტატისტიკურ მონაცემებში ჯერ კიდევ ლიდერობს აღმოსავლეთის ქვეყნები. ეს პირდაპირი წესით დაკავშირებულია პირდაპირ ავიამიმოსვლასთან. და თავის მხრივ ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან კიდევ უფრო გაზრდილია. რაც შეეხება ზოგადა კერძო სექტორის მოტივაცია არის რაც შეძლება მეტი სტუმარი მივიღოთ ევროპიდან და რაშიც დიდი ენერგიას დებენ. რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ორმხრივი, როგორც კერძო სექტორის ასევე სახელმწიფოს მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბევრი აქტივობები ხორციელდება, რომელიც უკავშირდება პირდაპირი ავიარეისების გაზრდას ქვეყანაში, სხვადასხვა პრეს და ინფო ტურების ორგანიზებას, რომელი ტურიზმის პროფესიონალებისთვის კეთდება, რათა სწორედ წარუდგინონ ის ტურისტული, კულტურული და ბუნებრივი რესურსები რომლის საკუთარ ტურისტულ პაკეტებში უნდა ასახონ. პირდაპირი ავიამიმოსვლა პირდაპირ აისახება სტატისტიკაზე  და სტატისტიკურ მაჩვენებლებზე და ჩვენი როლი და პირდაპირი ავიარეისები უნდა იყოს გაზრდილი. ძალიან კარგი ნაბიჯია , რომ ჩვენ უკვე გაქვს დასრულებული მოლაპარაკებები ბრიტანეთთან და ძალიან მალე, ორი ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს დაიწყებს“ -აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,773,594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები