2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყანაში 1,957,767.39 ათასი დოლარის ღირებულების 128,505.00 ცალი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 104,685.00 ცალი ავტომობილის იმპორტია დაფიქსირებული.
2023 წლის 8 თვის სტატისტიკით ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების 71%-ი აშშ-დან განხორციელდა.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში აშშ-დან ქვეყანაში 1,117,168.76 ათასი დოლარის ღირებულების 90,923.00 ცალი მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა.
მეორე ადგილზეა იაპონია, რომელზედაც იმპორტის 10%-ი მოდის. მესამე ადგილს კი გერმანია იკავებს, რომელზედაც მსუბუქი ავტომობილების მთლიანი იმპორტის 7%-ი მოდის.
უახლესი
9 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს11 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა13 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება