დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდის საქართველო ლუდს - ექსპორტი 222.6%-თაა გაზრდილი

სად ყიდის საქართველო ლუდს - ექსპორტი 222.6%-თაა გაზრდილი

15-08-2023 15:00:50

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტზე 4,375.33 ათასი დოლარის ღირებულების 3,579,095.78 ლიტრი ლუდი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,109,363.12 ლიტრი. შესაბამისად ზრდა 222.6%-ის დონეზეა.

ქართული ლუდისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც წელს 1,606,619.60 ლიტრი ლუდი გადაიზიდა და რაც მთლიანი ექსპორტის 45%-ია.

საქსტატის მიხედვით ლუდის საექსპორტო არეალი ასე გადანაწილდა - ტოპ-5 ქვეყანა: 

  • ყაზახეთი - 1,606,619.60 ლიტრი,
  • სომხეთი - 416,399.04 ლიტრი,
  • ჩინეთი - 325,369.44 ლიტრი,
  • რუსეთი - 322,193.46 ლიტრი,
  • აზერბაიჯანი - 186,010.04 ლიტრი.

აღსანიშნავია,რომ ლუდის ექსპორტის კუთხით რეკორდულად 2020 წელი მიიჩნევა, რა დროსაც ქვეყანამ 5,492,625.98 ლიტრი ლუდის ექსპორტი განახორციელა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები