Mon Nuage, რომელიც ევროპულ საკონდიტრო ნაწარმს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე სულ ცოტახნის წინ გამოჩნდა მომხმარებელს განსხვავებულ ნაწარმს სთავაზობს.
კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia თან ამბობს, რომ ვიზუალი, გემო და სერვისი არის ძირითადი უპირატესობა, რაც Mon Nuage-ს ბრენდის მთავარ ნიშას წარმოადგენს.
„Mon Nuage-ს უპირატესობა ვიზუალი, გემო და სერვისია. სამივე ერთად მთლიანობაში ჩვენს პროდუქტს უნიკალურს ხდის. დესერტების რაოდენობა საკმაოდ მრავალფეროვანია. თითქმის ყოველკვირეულად იზრდება ჩვენი ასორტიმენტი, მუდმივად მზარდია მოთხოვნა, რაც შეკვეთებზეც აისახება.. განსაკუთრებით აქტიურია WEEKEND-ი“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, Mon Nuage -ს დესერტები იქმნება ყველასთვის, ვინც ეძებს უმაღლესი ხარისხსა და განსხვავებულ გემოს. კომპანიის გუნდი მუშაობს, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ და მრავალი სიახლე შესთავაზონ მომხმარებლებს, თუმცა იტოვებენ უფლებას, სამომავლო გეგმა სიურპრიზად დარჩეს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი