დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ის Airbus-A320 ავარიულად ერთ-ერთი სოფლის მინდორზე დაეშვა

რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ის Airbus-A320 ავარიულად ერთ-ერთი სოფლის მინდორზე დაეშვა

12-09-2023 10:25:17

რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ის Airbus-A320, რომელიც სოჭიდან ომსკში მიფრინავდა, ნოვოსიბირსკის რეგიონში ავარიულად დაეშვა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, „თვითმფრინავი მინდორში დაეშვა, მსხვერპლი არ ყოფილა“.

„ადგილობრივ კულტურულ ცენტრში მგზავრებისთვის დროებითი განსახლების ცენტრი მომზადდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

„თვითმფრინავის ყველა მგზავრი ევაკუირებულია და უტარდებათ გამოკვლევა. ადგილზე ექვსი ავტობუსია გაგზავნილი, ორი დროებითი განსახლების ცენტრია. მუშაობს სახანძრო-სამაშველო გარნიზონი, რუსული ვერტმფრენი Mi-8. მზადყოფნაშია საგანგებო სიტუაციების სამინისტროც“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტოლმაჩევოს აეროპორტის პრესსამსახურში „ინტერფაქსს“ განუცხადეს, რომ თვითმფრინავმა ნოვოსიბირსკის აეროპორტში დაშვება მოითხოვა, რადგან ომსკში დაჯდომა ვერ შეძლო.

თვითმფრინავის ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 23 ბავშვი.

„როსავიაცია“ იტყობინება, რომ თვითმფრინავის პილოტებმა ვიზუალურად შეარჩიეს სადესანტო ადგილი.

„დაშვება განხორციელდა ჰაერიდან შერჩეულ ადგილზე სოფელ კამენკას მახლობლად (ნოვოსიბირსკიდან დაახლოებით 180 კმ-ში)“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურა იძიებს საავიაციო ინციდენტის გარემოებებს, იუწყება საზედამხედველო სააგენტო.

წინასწარი მონაცემებით, სამშაბათს, სოჭიდან ომსკში ფრენისას, Ural Airlines-ის თვითმფრინავმა ტექნიკური მიზეზით ნოვოსიბირსკის ოლქის უბინსკის ოლქის ღია ტერიტორიაზე ავარიული დაშვება განახორციელა. მომხდარის მიზეზები და გარემოებები დგინდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები