დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთში გვყავს მილიონი ეთნიკური ქართველი დ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მიმოსვლა- ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთში გვყავს მილიონი ეთნიკური ქართველი დ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მიმოსვლა- ირაკლი ღარიბაშვილი

11-05-2023 17:53:19

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ფაქტი, რომ რუსეთში გვყავს მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მიმოსვლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დადებითი ფაქტი და გადაწყვეტილება

„რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცალმხრივად, ისე, რომ არაფერი მოუთხოვია რუსეთისგან, აგვისტოს ომის შემდეგ, ტერიტორიების 20% რომ დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს.

ასევე გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები. ეს ყველაფერი ხდებოდა ომის შემდეგ.

ნაცვლად იმისა, რომ გონივრული სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოეჩინათ და სანაცვლოდ უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი პირობის გარეშე მოხსნეს სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვეა მოითხოვა.

მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრენების უფლებას ექნებათ იმ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები