2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონს მიაღწია, რაც პანდემიამდელი (2019 წლის I კვარტალი) მაჩვენებლის 79.9%-ს შეადგენს. როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში ტურისტულმა ვიზიტებმა (საერთაშორისო ვიზიტები ღამისთევით) შეადგინა 845,322 ვიზიტი და თითქმის მიაღწია პანდემიამდელ მაჩვენებელს (95.8%).
2023 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ჩამოვიდა. კერძოდ, რუსეთიდან საქართველოში 256,787 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1.1%-ით აჭარბებს პანდემიამდელ მაჩვენებელს. რუსეთს მოსდევს თურქეთი და სომხეთი.
მიუხედავად 2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენისა, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა მიაღწია 795.4 მილიონ აშშ დოლარს, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე 38%-ით მეტია.
ქვეყნების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი და მან შეადგინა 266.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 29%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის 31 მარტისთვის საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35.5%, უკრაინის მოქალაქეების 23.7% და ბელარუსის მოქალაქეების 44% შეფასებულია,
როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი, ან საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველი. შესაბამისად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
უახლესი