დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი საბანკო სესხები გაძვირდა და გაიაფდა ივნისში

რომელი საბანკო სესხები გაძვირდა და გაიაფდა ივნისში

25-07-2023 18:35:13

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში კომერციულმა ბანკებმა ლარში 633.62 მილიონის, ხოლო უცხოურ ვალუტაში ₾968.12 მილიონის სესხი გასცეს. 

როგორი იყო მიზნობრიობა და საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე - 2023 წლის ივნისი:

სამომხმარებლო სესხი (ლარში) - 17,58%;

იპოთეკური სესხი (ლარში) - 12,83%;

ბიზნეს სესხი  (ლარში) - 16,36%;

ავტო სესხი (ლარში) - 20, 02%;

სალომბარდე სესხი (ლარში) - 19,20%

სხვა სესხები (ლარში) - 28,19%. 

ივნისის ტენდენცია აჩვენებს, რომ სამომხმარებლო სესხები ლარში წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით გაძვირდა, ხოლო იპოთეკური სესხები 0,5%-ით გაიაფდა. ასევე 0,3%-ით შემცირდა ივნისში საპროცენტო განაკვეთი ბიზნეს სესხებზე, ხოლო ავტო სესხები 0,7%-ით გაძვირდა, ხოლო სალომბარდე სესხები 0,1%-ით გაიაფდა. 

როგორი იყო მიზნობრიობა და საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაზე გაცემულ სესხებზე - 2023 წლის ივნისი:

სამომხმარებლო სესხი -7,42%

იპოთეკური სესხი -6,21%;

ბიზნეს სესხი  - 9,02%;

ავტო სესხი - 8,48%;

სალომბარდე სესხი - 16,09%;

სხვა სესხები - 13,83%. 

ივნისის ტენდენცია აჩვენებს, რომ სამომხმარებლო სესხები უცხოურ ვალუტაში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო სესხი 0,13%, ხოლო იპოთეკური სესხი 0,12% გაძვირდა, ბიზნეს სესხები, თითქმის 1%-ით გაიაფდა, ხოლო ავტოსესხები 0,26%-ით, ხოლო სალომბარდე სესხები 0,17%-ით გაძვირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები