სვანეთის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში მზარდია. როგორც Business Insider Georgia-ს ტურისტულ კომპანია Mix travel georgia-ში განუცხადეს, სვანეთის მიმართულებით ძირითადად 3-დღიანი და 5-დღიანი ტურების ორგანიზება ხდება.
3-დღიანი ტურის ღირებულება 159 ლარია, ხოლო 5 დღიანის 249 ლარი, ფასი მოიცავს ტრანსპორტირებას, გიდის მომსახურებასა და სასტუმროს.
როგორც Mix travel georgia-ში აცხადებენ სვანეთის ტურებზე მოთხოვნა პიკს ივლისის შუა რიცხვებში აღწევს და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.
Mix travel georgia-ს მაგალითზე, სვანეთის ტურებზე მოთხოვნის დიდი ნაწილი შიდა ტურისტებზე მოდის, თუმცა აქტიურობენ უცხოელი ტურისტებიც: ძირითადად სვანეთით რუსი, უკრაინელი, გერმანელი, ფრანგი და ისრაელელი ტურისტები ინტერესდებიან.
Mix travel georgia-ს მიერ ორგანიზებული 3 დღიანი ტურების პროგრამა ასეთია:
დღე 1:
1. ენგურის ხეობა
2. ენგურის კაშხალი
3. ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
4. ენგურის წყალსაცავი
5. მესტია
6. ჰაწვალი-ავალთ საბაგიროთი
7. ზურულდი
8. ჰეშკილის ქოხები
9. ცნობილი საქანელები
10. ეთნოგრაფიული მუზეუმი
11. ბეთქილის მჟავე წყლები
12. დაბინავება სასტუმროში და თავისუფალი დრო
დღე 2:
1. სიყვარულის კოშკი
2. კვირიკეს და ივლიტას ტაძარი
3. სოფელი ჩაჟაში
4. სოფელი უშგული
5. უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი (თუ დრო დაგვრჩა)
6. ლამარიას მონასტერი
7. ჯიპტური შხარაზე
8. მყინვარი შხარა
9. მდინარე ენგურის სათავე
10. მესტია
დღე 3:
1. მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
2. მესტიის საკათედრო ტაძარი
3. ჯიპ ტური ქორულდის ტბებზე (სურვილის შემთხვევაში)
4. ზუგდიდის დადიანების სასახლე
5. დაბრუნება თბილისში
მუზეუმების მოსაკრებელი:
მიხეილ ხერგიანის 5 ლარი.
ეთნოგრაფიული მუზეუმი 10 ლარი, სტუდენტი-მოსწავლე 2 ლარი.
საბაგიროს ღირებულება 16 ლარი.
ტრანსპორტირება უშგულში მიკროავტობუსით 35 ლარი.
ჯიპტური შხარაზე ( 25 ლარი).
ჯიპტური ქორულდის ტბებზე ( 35-40 ლარი).
ენგურზე შესვლა 2 ლარი.
სიყვარულის კოშკი 1 ლარი.
უახლესი
49 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო1 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი