Dona Bakeshop & Cafe, რომელიც დღეისათვის ბათუმში 3 ფილიალს აერთიანებს, მიმდინარე წლის ბოლომდე გაფართოებას არ გეგმავს, თუმცა ასორტიმენტის განახლებასა და გამრავალფეროვნებას კომპანია მუდმივ რეჟიმში ახდენს. როგორც Business Insider Georgia-სთან Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერმა თამილა ბეჟანიძემ განაცხადა, ზაფხულიდან სეზონური ხილის შემოსვლის პარალელურად ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება ხდება.
„ერთი წელი არ არის გასული რაც ახალი ფილიალი გავხსენით და შესაბამისად, ამ წლის პერიოდი დამატებით გაფართოებას არ ვაპირებთ. ჩვენთან ასორტიმენტი სეზონურად მუდმივ რეჟიმში იცვლება. ბაზარზე ცოცხალი ხილის გამოჩენისთანავე ასორტიმენტს ემატება გარკვეული რაოდენობის პოზიციები. რასაც ვაჩერებთ ხოლმე ზამთრის პერიოდში, როცა კონკრეტული ხილი აღარ არის. ზაფხულისთვის მომხმარებელს უფრო ფართო ასორტიმენტს შევთავაზებთ, თუმცა გეტყვით იმასაც, რომ ზამთარში ჩვენი ასორტიმენტი მნიშვნელოვნად არც იკლებს“, - აცხადებს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.
Dona Bakeshop & Cafe-ში აღდგომის დღესასწაულისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან და რაც მთავარია ფასები წელსაც გასული წლის დონეზე იქნება.
„სააღდგომოდ ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ჩვენს საფირმო პასკას, რომელსაც უკვე 23 წელი უცვლელი გემოთი ვთავაზობთ მომხმარებელს. ამის გარდა გვექნება ხაჭოს პასკების ნაირსახეობა, ანუ სხვადასხვა გემოების. აღდგომისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგანაც მართლა გამორჩეული და ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია.
მახარებს ის, რომ გასულ წელთან შედარებით წელს პასკის ფასი არ გაგვიზრდია. ვრჩებით იგივე საფასო კატეგორიაში. 750-800 გრამიანი პასკები გაფორმების გარეშე, კლასიკურად პუდრის დაფარვით, 15 ლარი იყო შარშანაც და 15 ლარი იქნება წელსაც. უბრალოდ წელს დამატებით გვექნება დიდი მოცულობის, 1,4 კგ-იანი პასკები, რაზეც დიდი მოთხოვნა იყო გასულ წელს. ვინაიდან სულ ვცდილობთ, რომ გავითვალისწინოთ რა სურს ჩვენს მომხმარებელს, დიდი ზომის პასკებს უკვე თავისუფალ გაყიდვაშიც ვამატებთ“, - ამბობს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.
თამილა ბეჟანიძის თქმით, მიმდინარე წელს აღდგომის დღესასწაულისთვის წარმოებას გასული წლის დონეზე გეგმავენ, თუმცა გაყიდვების კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში წარმოების ზრდისთვისაც მზად არიან.
„გასული წელს სააღდგომოდ რა მოლოდინიც გვქონდა საბოლოო 20%-ით მეტი რაოდენობის პროდუქცია გავყიდეთ. მოთხოვნა უფრო დიდი იყო, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, ამიტომ აღდგომის წინ ერთი კვირით ადრე გავზარდეთ წარმოების მოცულობა. წელს ცოტა რთულია პროგნოზის გაკეთება, ამიტომ გასულ წელს რაც ვაწარმოეთ მინიმუმ იგივე რაოდენობის წარმოებას ვაპირებთ. დანარჩენს კი უკვე მოთხოვნა და პროცესი გვიჩვენებს. თუ კი გახდება იმის საჭიროება, რომ წარმოება გავზარდოთ ამისთვისაც მზად ვართ. ანუ რასაც მომხმარებელი გვიკარნახებს, იმას მივყვებით“, - აცხადებს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.
გამომდინარე იქიდან, რომ Dona Bakeshop & Cafe ბათუმში მდებარეობს, ყველაზე გაყიდვადი პერიოდი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, თუმცა დანარჩენ თვეებშიც კომპანია სტაბილურად ცდილობს, რომ ის თამასა რაც აქვს არ დაწიოს.
Dona Bakeshop & Cafe-ს პირველი ფილიალი ბათუმში 2003 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა.
უახლესი
16 წუთის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი15 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა1 დღის წინ
რჩევები ეზოს მოსაწყობად