2024 წელი „სელფი მობაილისთვის“ საკმაოდ პროდუქტიული იყო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „სელფი მობაილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ განაცხადა. ბალავაძის თქმით, 2024 წელს კომპანიამ ბაზარს რამდენიმე სიახლე შესთავაზა.
„კომპანიამ შემოიტანა ბაზარზე არაერთი სიახლე, რომელთაგან რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვყოფთ:
• 5G ტექნოლოგიის დანერგვა და ქსელის მოდერნიზაცია. სელფის 5G, რომლის დანერგვაც 2023 წლის მეოთხე კვარტალში დავიწყეთ, ახლა უკვე ხელმისაწვდომია თბილისში, აჭარაში (ბათუმი და ზღვისპირა კურორტები), სამეგრელოში (ზუგდიდი). 2024 წელს დავასრულეთ არსებული ქსელის მოდერნიზაციაც, რაც ნიშნავს ბევრად უფრო გაუმჯობესებულ მომსახურებას ჩვენი მომხმარებლებისთვის- უფრო სწრაფ და ხარისხიან კავშირს.
• VoLTE სერვისის დანერგვა. ეს ტექნოლოგია შეუდარებლად აუმჯობესებს ხმის ხარისხს და ქსელის სტაბილურობას.
• როუმინგის განახლებული შეთავაზება. სელფი მობაილის როუმინგი, რომელიც ისედაც გამორჩეულია ბაზარზე, წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ. ჩვენი პაკეტები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა და დაემატა ძალიან საჭირო სარგებელი- Google Maps-ის უფასო გამოყენების შესაძლებლობა; ანუ, სელფის მომხმარებელს, როუმინგით სარგებლობისას, არ ეხარჯება ინტერნეტი რუკის გამოყენებისას.
• შევინარჩუნეთ ჩვენი ძლიერი ფოკუსი გაციფრულებაზე. განვაახლეთ ჩვენი მობილური აპლიკაცია, MyCellfie, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. გარდა იმისა, რომ აპლიკაციით ნებისმიერი მომსახურების მართვაა შესაძლებელი, აპლიკაციაში მომხმარებელი იღებს უნიკალურ შეთავაზებებს და ეცნობა კომპანიის სიახლეებს.
• ონლაინ სერვისების გაფართოება – ჩვენ ვებგვერდზე, cellfie.ge დავამატეთ SIM ბარათის შეძენისა და ადგილზე მიტანის, ნომრის პორტაციისა და eSIM-ის მხოლოდ ₾1 დამატების ფუნქციონალი“, - განმარტავს სოფო ბალავაძე.
რაც შეეხება „სელფი მობაილის“ 2025 წლის გეგმებს, სოფო ბალავაძის განცხადებით, ბაზარზე რიგი სიახლეების გამოტანის პარალელურად კომპანია პარტნიორების კუთხითაც გეგმავს ზრდას და გაფართოებას.
„რაც შეეხება მომავალ წელს, ვგეგმავთ ახალი პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს. იგეგმება ახალი პარტნიორობის გაფორმება და სიახლეები ბრენდის კუთხითაც“, - აცხადებს სოფო ბალავაძე.
უახლესი
12 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს14 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა16 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება