დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი გარემოა ბიზნესისთვის დღეს საქართველოში - ნოშრევან ნამორაძის შეფასება

როგორი გარემოა ბიზნესისთვის დღეს საქართველოში - ნოშრევან ნამორაძის შეფასება

25-10-2024 22:38:00

,,თითოეულ ბიზნესემენს ახლდა ეს პრობლემა, თანმდევი იყო ყველასთვის, ყოველ მეორე ბიზნესმენს შეეხო და ყველა ოჯახს შეეხო  ეს პრობლემები და ალბათ ის პერიოდი რაც ჩვენ გავიარეთ ვინც გადავრჩით მოდი ესე ვთქვათ ღმერთს მადლობა, რომ სამშვიდობოს გამოვედით. მაგრამ, აქ იყო ბევრი რამე სათუო და კითხვის ნიშნის ქვეშ - ან გამოვიდოდით საერთოდ ამ წრიდან ან შეიძლება საერთოდ ვერ გამოვსულიყავით. ღმერთის ნება იყო რომ 2012 წელს ეს ყველაფერი მოხდა რაც მოხდა და შეიცვალა რადიკარულად ყველაფერი ადამიანის ღირებულება რაც ყველაზე მთავარია - რაც არ უნდა ჩვენ ვილაპარაკოთ ბიზნესი იქნება თუ რამე ნებისმიერი საკითხი,  ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ღირებულება, ოჯახები ის  ტრადიციები ყველაფერი რაც ჩვენთვის ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული, 2012 წლიდან სწორედ ეს მოხდა. ჩვენ ყველამ შვება ვიპოვეთ, ჩვენ ყველამ სწორი გზა ვიპოვეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების. ბიზნესი დაწყნარდა, დამშვიდდა ანუ თითქოს ყველამ ჩვენთავს გადავხედეთ და კიდევ არ გვეჯერა რომ საიდან გამოვედით და ეს გამოსვლა იყო თუ არიყო გამოსვლა, ანუ  სრულად გამოვედით ამ წნეხიდან თუ არა. ძან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. პრემიერმაც ისაუბრა და ზოგადად ეს წლები რაც ჩვენ გავიარეთ მემგონი ადამანი არ მოიძენება დღეს, ბიზნესმენი რომ თქვას რომ იგი არის როგორი წნეხის ქვეშ იცით, რომ ეს 12 წელია რომ სასწაული ხდება და ცუდ დღეშია, გარდა იმისა ზოგზოგიერთებისა, რომლებსაც საკუთარი რაღაც მიმართულება ამოძრავებს, საკუთარი უკმაყოფილება, ინტერესები აქვს. მე მესმის ყველასი, შეიძლება ვიღაც გაბრაზებული იყოს, შეიძლება ვიღაცას რაღა არ მოსწონს მაგრამ მოდით ერთ რაღაცას გავუსწოროთ თვალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანებს ქუჩაში არ ცხრილავენ, ადამიანებს არ უვარდებიან ოჯახებში, გახსოვთ თქვენ როგორ აწიოკებდნენ, როგორ უნდა დავივიწყოთ ეს რომლიმემ  და ესე ყველაფერს აჩვენებდნენ და მერე გამოდიოდნენ და იძახდნენ რომ ესე უნდა იყოს, თითქოს დანერგეს ის პერიოდი და ჩვეულებრივ მოვლენად გამოიტანეს ხალხში, რომ ესე ესე უნდა იყოს, ეს ესე უნდა ტარდებოდეს ეს სპეცოპერაციები ეს დასჯები და ეს  იყო ჩვეულებრივი მეთოდი, ეს იყო მიზანმიმართული გათვლილი რა თქმა უნდა და ერთს ვიტყოდი აქ მოხდა ესეთი შეცდომა, მაშინაც როცა 2003 წელს ეს ადამიანები მოვიდნენ მე მესმის ყველასი რომ ყველას ცვლილება უნდოდა, უნდოდათ რაღაცა სიახლე, იყო ბევრი პრობლემები მაგრამ აქ მოხდა ის რომ ის ადაიანები, რომლებიც მოვიდნენ სათავეში ეს ადამიანები იყვნენ ზოგი ნასწავლი იყო, მესმის რომ ცოდნა ქონდა რაღაც გლობალური, რასაც გვამადლიან დღეს რომ განვითარება და ცოდნა მიღებული საზღვარგარეთ და ა.შ მაგრამ ნახეთ ალბათ საერთოდ გააზრებული არ ქონდათ სად იყვნენ, რა თანმდებობებზე იყვნენ, სად მოვიდნენ და რა უნდა ემართათ" - განაცხადა სააკაშვილის რეჟიმის რეპრესირებულმა ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„მიშა სააკაშვილმა შეძლო და გაიაერთიანა მის გარშემო, რაღაცნაირი ჯგუფები, რაღაცნაირი მენტალიტეტის მქონე საზოგადოება, რომელიც კონცენტრირებული იყვნენ რომ ოღონდ ვიღაცისთვის რაიმე ცუდი გაეკეთებინათ, რომ ოღონდ ვინმე  აეწიოკებინათ, ვიღაცა დაესაჯათ, პატარა ბავშვს რომ მისცემ ასანთს და სულ რომ გაკვრაზეა და  უნდა უყურო არაფერი დაწვას ესთ მდგომარეობაში გვამყოფეს “, - აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები