დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ ზრუნავს თიბისი თანამშრომლების ლიდერული უნარების განვითარებაზე

როგორ ზრუნავს თიბისი თანამშრომლების ლიდერული უნარების განვითარებაზე

03-10-2024 14:48:00

ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარებისგანვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვისაუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივპროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.

ლიდერობის პროგრამები სტრუქტურირებული ინიციატივებია, რომლებიც მენეჯერულ როლებში მყოფიპირების უნარებისა და კომპეტენციების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. ამ პროგრამების უპირველესი მიზანიკონკრეტული ადამიანების ორგანიზაციული ინოვაციებისთვის, გუნდების ეფექტურად მართვისთვისა დათანამშრომლობის კულტურის გაძლიერებისთვის მომზადებაა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, თიბისიმ Develor International-თან ერთად სპეციალური 5 თვიანი პროგრამაშექმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში საერთაშორისო ტრენერები ჩამოდიან. პროგრამა 4 მოდულსფარავს: სტრატეგიული ხედვა, ცვლილელების მართვა, კოლაბორაცია და ადამიანების მართვა/განვითარება. ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში ლიდერობის 2 პროგრამა ჩატარდა: Leading Leaders – Leadership Pipeline Institute 3 დღიანი ტრენინგი და Self-intelligence at workplace 2 დღიანი ვორქშოპი.

ამასთან, თიბისისა და Bled School of Management-ის თანამშრომლობით სლოვენიაში 5 დღიანი ლიდერობისპროგრამა ტარდება, რომელიც როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავს. ცოტახნის წინ, თიბისის თანამშრომლები სწორედ ბლედის მენეჯმენტის პროგრამიდან დაბრუნდნენ და საკუთარიემოციები გაგვიზიარეს.

ბლედის მენეჯმენტის პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან ახრახაძემ პროგრამის უნიკალურისტრუქტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეორიული საკითხები და ვორქშოფის ნაწილი ერთმანეთთანიდეალურად იყო შერწყმული და კომბინირებული. მისივე თქმით, პროგრამა სავსე იყო ინტერაქტიულიაქტივობებით, რაც მას გამორჩეულს ხდიდა.

ქეთი კურსის ერთ-ერთმა ნაწილმა განსაკუთრებით აღაფრთოვანა - ნიჩბოსნობის აქტივობა, რომელიცმისთვისაც კი, როგორც თავად ამბობს, ყველაზე არასპორტული ადამიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. აქტივობა, როგორც სპორტულ ასპექტებს, ასევე დიდი დოზით გუნდურობის, ერთმანეთის გატანისა დამხარდაჭერის ელემენტებს შეიცავდა.

საქართველოდან გაფრენამდე ვიცოდი რომ საინტერესო პროგრამა მელოდებოდა, თუმცა ქვეყანაში კიდევუფრო განსხვავებული შეგრძნებებითა და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. საკმაოდ ძლიერ დაინფორმაციულ კურსთან ერთად, ეს ჩემს ცხოვრებაში საოცარი თავგადასავალი იყო - ახალი ადამიანების, უნარების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების აღმოჩენებით სავსე”. - გვიყვება ქეთი.

 

თიბისის კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო ნოზაძე, რომელიც სლოვენიაში, ბლედის პროგრამაზეიმყოფებოდა ხაზს უსვამს, რომ კურსი ლიდერული უნარების განვითარებისთვის იდეალურია. როგორც თავადგვიყვება, ლექციები საკმაოდ აქტიური და პრაქტიკული იყო.

თავად გვიწევდა გარკვეული სიმულაციების გაკეთება, შესაბამისად, ჩვენი ჩართულობაც დიდი იყო, ამიტომსწავლის პროცესი საერთოდ არ იყო დამღლელი. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამა მორგებულია ჩვენიორგანიზაციის რეალობასთან და საჭიროებებთან, რაზეც ნამდვილად კარგად იმუშავეს ორივე მხარემ - ჩვენმა გუნდმა და ბლედის უნივერსიტეტმა”. - აღნიშნა ნინომ.

ქეთისა და ნინოს პათოსს ლიდერობის პროგრამის მესამე მონაწილე, ლაშა დაუშვილიც იზიარებს, რომლისთვისაც ტრენინგებმა, ემოციებმა თუ მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინებს გადააჭარბა. მისიაზრით, ყოველთვის სასიამოვნო და დასაფასებელია, როდესაც კომპანია, რომელშიც მუშაობ, განვითარებისმსგავს შესაძლებლობას გაძლევს

კურსის ფარგლებში გვასწავლიდნენ ლექტორები რომლებსაც ეტყობოდათ, რომ ფლობდნენ არა მხოლოდთეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. როგორც სასწავლო გარემო ასევე ქალაქი ბლედი ძალიანლამაზი და საინტერესო იყო. მნიშველოვანია, როდესაც კომპანია ცდილობს განავითაროს მენეჯერები, რომმათ შეეძლოთ უკეთესად მართონ პროცესები, უკეთესად შეძლონ კომუნიკაცია და იყვნენ უფრო მაღალიდონის პროფესიონალები”, - ამბობს ლაშა.

პროგრამებში ინვესტირებით, თიბისი არა მხოლოდ თანამშრომლების უნარებს აუმჯობესებს, არამედ უწყვეტისწავლის კულტურას ქმნის. ორგანიზაციაში დასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული, სრულადდაფინანსებული პროგრამების მიწოდებით, კომპანია მათი პროფესიული ზრდის მიმართ ერთგულებასგამოხატავს


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები