Galt & Taggart -ის 23–27 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები დავარდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.33% წინა კვირასთან შედარებით და -15.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 217 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.10 - 39.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.81% წინა კვირასთან შედარებით და -12.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 350 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.15 - 27.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.21% წინა კვირასთან შედარებით და - 8.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 335 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.21 - 9.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი