ლაგოდეხის ნაკრძალთან მდებარე საოჯახო სასტუმრო Home Inn/ჰოუმ ინნ მაგალითია, თუ როგორ შეიძლება წინაპრებისგან დატოვებული ქონების მოვლა-პატრონობა, ნიშის დასმა, მომგებიან ბიზნესად ქცევა. საზოგადოებისთვის შეთავაზება ისე, რომ მთელი მხარის ტრადიცია გადმოსცე და გააცნო მსოფლიოს, აგროტურისტული ინდუსტრიის ნაწილად აქციო.
ასე გაგვეცნო ჰოუმ ინნ-ი, რომელიც ბებია-ბაბუის დატოვებული ტრადიციის ლამაზი გაგრძელებაა. როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელი ლელა კიკალიშვილი Business Insider Georgia- თან ყველა გემოვნების ადამიანზე მორგებული გარემო შექმნა, როგორც თავად უწოდებს, სახლური და თავისი სოფლის ცხოვრების წეს-ჩვეულება, კულინარია, ღვინო, ყველაფერი, რაც მშობლიურია, მომხმარებლამდე უნაკლოდ მიიტანა.
ამაში PR- ის პროფესიაც წაეშველა და შექმნა ტურისტული სერვისი, სადაც ვიზიტორების 90% უცხოელი მოქალაქეები არიან.
„მეორე წელია საოჯახო სასტუმრო ვამუშავებთ. ჩვენი სტუმრების 90% უცხოელი ვიზიტორია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს სტუმრობენ. სწორედ ჩვენი სახლის ადგილმდებარეობა იყო მთავარი მოტივაცია, რის გამოც გადავწყვიტეთ მცირე ბიზნესის დაწყება ტურიზმის სექტორში ,რადგან გვქონდა ამის შესაძლებლობა-მეუღლის ბებია და ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ნაკრძალიდან 300 მეტრში მდებარეობს.
ზაფხულობით ჩადიოდნენ ოჯახის წევრები. გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა ბედი ამ სფეროშიც. დასაწყის ეტაპზე აბსოლუტურად არაფრისთვის ფინანსური ხარჯი არ გაგვიღია, რადგან სახლი სრულად იყო მზად იმისთვის,რომ პირველ წელს ვიზიტორები მიეღო. მეორე წელს, მცირე რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
სერვისიც უფრო დავხვეწეთ, შევქმენით გარემო, რომელიც ჩვენი მხარის ტრადიციას გამოხატავს და ცოტ-ცოტა ელემენტები დედულეთიდან (აფხაზეთი, სოფელი ოტობაია) შემონახული ტრადიციით - მეგრულ-აფხაზური კულინარიით გავამდიდრეთ", - ამბობს ლელა კიკალიშვილი.
სადილზე სტუმრისთვის მირთმეული ღვინო საჩუქარია, რომელიც ადგილზე იწარმოება და პატივისცემის ნიშნად გადაეცემა ყველა ვიზიტორს, ვინც ჰოუმ ინნ-ს სტუმრობს.
საოჯახო სასტუმროს მფლობელები გაფართოებაზე ფიქრობენ, რომ ჯგუფური ტურების მასპინძლობა შეძლონ. ლელა კიკალიშვილი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ იდეასაც განახორციელებს.
„ამ ეტაპზე გვაქვს 4 საოჯახო ნომერი, თუმცა ვფიქრობთ მომავალ წლებში ინვესტირებას და რამდენიმე ნომრის დამატებას, ასევე,დამატებით ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, სტუმრებისთვის ღია სივრცის შეთავაზებას, სადაც ერთიანად შევძლებთ 30-40 ადამიანს ქართული ტრადიციული სუფრითა და ჩვენი ღვინით გაუმასპინძლდეთ, რადგან ლაგოდეხში ტურისტული მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია და გვინდა, რომ ამ მოთხოვნებს შესაბამისად ვუპასუხოთ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, წელს აქტიური მუშაობა განსაკუთრებით აპრილიდან დავიწყეთ, თითქმის, ყველა თვე დატვირთული იყო. ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან და ჰოლანდიიდან გვსტუმრობდა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს, შევთავაზოთ ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული კერძები, გავაცნოთ, როგორც კახური ასევე საქართველოს დანარჩენი კუთხის სამზარეულო. გვსურს,რომ მცირე წვლილი შევიტანოთ ქართული სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციაში. რაც მთავარია, ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობა გავზარდოთ, რაც ჩვენთვის ასევე პრიორიტეტული", - ამბობს ლელა კიკალიშვილი Business Insider Georgia- თან.
საოჯახო სასტუმრო ჰოუმმ ინნ ლაგოდეხში 2021 წელს დაფუძნდა. ტურისტული ობიექტის გაფართოებისთვის სავარაუდო ინვესტიცია 35 000-40 000 ლარია, რის მოზიდვასაც ,,ჰოუმ ინნ-ის დამფუძნებლები ,,აწარმოე საქართველოში პროექტის დახმარებით შეეცდებიან.
უახლესი
6 საათის წინ
დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა11 საათის წინ
არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება