დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის გამოჩნდება „იაგოს ღვინო“ საქართველოს ბაზარზე

როდის გამოჩნდება „იაგოს ღვინო“ საქართველოს ბაზარზე

31-05-2023 15:00:59

„იაგოს ღვინოს“ წარმოება იზრდება. კომპანიის დამფუძნებლის იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ახალი ვენახები გაშენდა, რაც წარმოებაში 30%-იანი ზრდაა.

ამასთან, ზრდა წლიდან-წლამდე იგეგმება, ხოლო 2027 წლიდან ბიო ღვინოს ცნობილ ბრენდს უკვე ქართველ მომხმარებელსაც შესთავაზებს.

იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ,,იაგოს ღვინო“ ექსპორტზე მსოფლიოს 11 ქვეყანაში იყიდება.

„ყოველწლიურად ვზრდით წარმოებას, ახალი ვენახები გავაშენეთ, რის ხარჯზეც წარმოებაში წელს დაახლოებით 30%-იანი ზრდა გვაქვს. ამ ტემპით გავაგრძელებთ და უკვე 2027 წელს „იაგოს ღვინოს“ ადგილობრივ ბაზარზეც გავყიდით.

გვინდა თბილისში 4-5 ლოკაციაზე მაინც ვიყოთ წარმოდგენილი. სიმცირიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამ ეტაპზე პროდუქცია მსოფლიოს 11 ქვეყანაში გადის, მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, სინგაპურში და სხვა.

მცირე მარნის ხაზს მივყვებით, ჯერჯერობით ასეა და ამ მხრივ არც მომავალში ვაპირებთ ცვლილებას, სტატუსს ბოლომდე შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, უცვლელია ტექნოლოგია, რომელიც ღვინის ბუნებრივად წარმოებას გულისხმობს. ეს არის არტიზანული მეღვინეობის არსი, რაც ადამიანისა და ხელოვნების კავშირს გულისხმობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ ეს მიმართულება, რაც ჩვენი არჩევანია“, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი Business Insider Georgia - თან.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილმა ორგანული ბიომეურნეობის განვითარება 1998 წელს, 2003 წლიდან უკვე ბუნებრივი ნატურალური ღვინის წარმოება და ქვევრის ღვინის ჩამოსხმა დაიწყო; თავდაპირველი წარმოება წლიურად 600 ბოთლ ღვინოს შეადგენდა და დღეს უკვე 7000 ბოთლი ისხმება. პირველი ბიო სერტიფიკატი ,,იაგოს ღვინომ“ 2004 წელს მიიღო. ვენახი გაშენებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები