საქართველოში ახალი iPhone-ს გაყიდვები 27 სექტემბრიდან დაიწყება. საქართველოში Apple-ს რამდენიმე ოფიციალურ პარტნიორი ჰყავს, მათგან ერთ-ერთია ალტა და სწორედ ალტას ქსელში iPhone 16-ის რეალიზაციის დაწყება 27 სექტემბრიდან იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ Apple-მა iPhone 16-ის სერიის სმარტფონების პრეზენტაცია 9 სექტემბერს გამართა და ბაზარს IPhone 16, iPhone 16 Plus , iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max შესთავაზა.
iPhone 16-ი A18 პროცესორის დახმარებით iPhone 15-ზე 30%-თ, ხოლო iPhone 14-ზე 50%-ით უფრო სწრაფი და ენერგოეფექტური იქნება.
iPhone 16-ის სერიის სმარტფონებში უკვე გაჩნდა ვიზუალური ინტელექტის შესაძლებლობა.ხოლო მისი მთავარი შესაძლებლობა Apple Intelligence-ი იქნება, სრულიად ახალი AI გამოცდილებისთვის
ახალი მოდელის უპირატესობებია:
Apple-ს გრანდიოზული პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ iPhone 16 Pro Max-ს ვიდეოს დაკვრის რეჟიმში 33 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია, რაც თავის მხრივ iPhone-ს ისტორიაში რეკორდული დროა.
პრეზენტაციაზევე აღინიშნა, რომ ამერიკისთვის iPhone 16-ის ფასი 799 დოლარიდან დაიწყება, iPhone 16 Plus-ის საწყისი ღირებულება 899 დოლარი იქნება, iPhone 16 Pro-ს ფასი 999 დოლარიდან, ხოლო iPhone 16 Pro Max-ის ფასი 1199 დოლარიდან.
მომხმარებელს iPhone 16-ის შეკვეთა უკვე 20 სექტემბრიდან შეეძლებათ.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა