დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ROBO Coder-ი პროგრამირების სკოლის გახსნას გეგმავს

ROBO Coder-ი პროგრამირების სკოლის გახსნას გეგმავს

01-03-2024 15:25:00

ROBO Coder-ის დამფუძნებელი ნინა ბექაური Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მარტიდან, ახალი ჯგუფები და ახალი სარეგისტრაციო სეზონი იწყება .

Robo Coder ის ორივე ფილიალში Lego კონსტრუქტორის გამოყენებით მომავლის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები 3-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის არის გათვლილი.

ROBO Coder-ის დამფუძნებლის თქმით, სამომავლოდ ასევე დაგეგმილია კომპანის განვითარება. კერძოდ, იგეგმება პროგრამირების სკოლის გახსნა, თუმცა დამფუძნებელი პროექტის  დეტალებზე არ საუბრობს.

ამ დროისთვის ROBO Coder-ი მომხმარებლებს სთავაზობს სხვა და სხვა სახის პროგრამებს როგორიცაა Robo Coder, Babu care და საზაფხულო ბანაკს.

„2023 წელს მომხმარებლებს შევთავაზეთ ახალი პროექტი და  დავამატეთ საბავშვო ბაღი. Baby Coder-ი არის ბაღი, სადაც გაერთიანებულია Lego საგანმანათლებლო სკოლამდელი პროგრამა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განვითარების სახელმწიფო სტანდარტები. ბაღი არის საოჯახო ტიპის, მცირერიცხოვანი ჯგუფებით, ჰუმანური მიდგომით და მომავლის უნარების განვითარებაზე მაქსიმალურად ორიენტირებული“, - ამბობს ნინა ბექაური.

სწავლის საფასური ასაკის შესაბამისად 130ლარიდან 175 ლარამდეა და გაკვეთილების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.

გასული წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა.

„ახალი სასწავლო სეზონი დავიწყეთ  მეორე ფილიალის გახსნით. წინასწარი გამოკითხვის შედეგად ფილიალის გახსნა გადაწყდა დიდ დიღომში. ახალი ფილიალი უკვე 5 თვეა ფუნქციონირებს. 2024 წლიდან Robo Coder ს. საზაფხულო და ზამთრის ბანაკებიც ცალკე პროექტად გამოეყოფა, ბანაკი კომპანიას აძლევს საშუალებას ბავშვებს და მოზარდებს შეასწავლონ გრძელვადიანი საინტერესო პროექტები, რობოტექნიკის მიმართულებით, ბანაკი გრძელდება ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე“, - ამბობს ნინა ბექაური.

დამფუძნებლის თქმით, მსგავსი პროექტების არსებობა სასკოლო არდადეგების პერიოდში მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

Robo Coder - რობო კოდერი, არის რობოტოტექნიკისა და პროგრამირების სასწავლო სივრცე 3-15 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.

ცენტრი დაფუძნებულია Lego Education საერთაშორისო პროგრამაზე და მიზნად ისახავს კონსტრუქტორი Lego ს დახმარებით განივითარონ მოსწავლეებს მათი წარმატებული მომავლისთვის საჭირო უნარები.

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები