დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეზერვების ერთ-ერთი მიზნობრიობა ზუსტად ესაა, რომ შეასუსტოს მოკლევადიანი რყევები და არ გამოიწვიოს უფრო გრძელვადიანი ზემოქმედება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ლარზე -  ალექსანდრე ძნელაძე

რეზერვების ერთ-ერთი მიზნობრიობა ზუსტად ესაა, რომ შეასუსტოს მოკლევადიანი რყევები და არ გამოიწვიოს უფრო გრძელვადიანი ზემოქმედება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ლარზე - ალექსანდრე ძნელაძე

11-11-2024 11:46:00

რეზერვებთან მიმართებით, როგორც იცით საქართველომ წინა წლებში მიაღწია რეკორდული რეზერვების მაჩვენებელს. აღნიშნული რეზერვების შექმნის უმთავრესი მიზანი კვლავინდებურად რჩება ზუსტად კრიზისული მოკლევადიანი რყევების და მათ შორის იმ დისბალანსის შევსება, რაც არის და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ბანკირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა. 

მისი განცხადებით, რაც შეეხება მიზანშეწონილობას მე მგონი არ იქნება სწორი, რომ აქ ასოციაციამ შეაფასოს რამდენად სწორი იყო ეს ქმედება. 

„მაგრამ მეორე მხარეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული რეზერვების ერთ-ერი მიზნობრიობა ზუსტად ეს არის, რომ მოკლევადიანი რყევების შესუსტება მოხდეს და აღნიშნულმა არ გამოიწვიოს უფრო გრძელვადიანი ზემოქმედება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ლარზე. 

ეფექტიანობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდთან მიმართებაში რას მოიმოქმედებს სებ-ი. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა იმ გამოწვევებისა, რაც რეგიონშია ასევე როგორც იცით მოლოდინების მუდმივი ცვლილება იყოს წლის განმავლობაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სეზონურობაც ზემოქმედებს და ზუსტად ეს მოლოდინები და სეზონურობა, როდესაც ემთხვევა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტი წნეხი მოდის ლარზე. აქედან გამომდინარე დღეს შეფასებებისგან შევიკავებდი თავს, თუ რამდენად ეს მოცულობა უნდა ყოფილიყო, უფრო მეტი უნდა ყოფილიყო თუ ნაკლები, ფაქტია, რომ  ლარის კურსის რყევა მინიმალურია, მაგრამ მეორე მხარეს არის, რომ აღნიშნული რეზერვების არსებობაც გარდა სხვა ფაქტორებისა არის ამისთვისაც“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები