დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეინვესტირება საუკეთესო ინდიკატორია ახალი ინვესტორებისთვის, რომ რაზეც ჩვენ ვესაუბრებით და  ვთავაზობთ, რეალობას წარმოადგენს - ირაკლი ნადარეიშვილი

რეინვესტირება საუკეთესო ინდიკატორია ახალი ინვესტორებისთვის, რომ რაზეც ჩვენ ვესაუბრებით და ვთავაზობთ, რეალობას წარმოადგენს - ირაკლი ნადარეიშვილი

23-01-2024 14:00:00

რეინვესტირება საუკეთესო ინდიკატორია ახალი ინვესტორებისთვის, რომ რაზეც ჩვენ ვესაუბრებით და  ვთავაზობთ,  რეალობას წარმოადგენს, - აღნიშნა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგებზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, თუმცა, მისი აზრით, ამ შეხვედრებს მნიშვნელოვანი გაგრძელება ექნება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტექნოლოგიები და ლოგისტიკა.

„მიმართულებები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო მიმართულება ენერგეტიკის თვალსაზრისით, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებები და ლოგისტიკა.  შეჯამებას გააკეთებენ პრემიერ-მინისტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გუნდი კი გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ კომპანიასთან, რათა  შეხვედრების შემდგომი ეტაპზე უკვე სამუშაო რეჟიმში გადავიტანოთ და წლის განმავლობაში ვიმუშაოთ მათთან, რათა უფრო მეტად დავაინტერესოთ, ჩამოვიყვანოთ საქართველოში, ვაჩვენოთ ის, რაზეც ველაპარაკებით და რასაც ვთავაზობთ საინვესტიციო შეთავაზების თვალსაზრისით.

გარდა იმისა, რომ 2022-2023 წლებში ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რეინვესტირების მაჩვენებელი. თუ 2018-2022 წლებში  მათი წილი ინვესტიციებში 22% იყო,  ეს ნიშნავს, რომ მოლოდინმა, რაც ინვესტორებს ჰქონდათ საქართველოში შემოსვლისას, გაამართლა და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას გაფართოების და შემდგომი ინვესტირების შესახებ. ეს საუკეთესო ინდიკატორია ინვესტორებისთვის, რომ რაზეც ჩვენ ვესაუბრებით და რასაც ვთავაზობთ,  რეალობას წარმოადგენს და ნამდვილად არის  მათთვის საინტერესო “, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები