დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გაძვირდა მშენებარე ბინები - „მწვანე სახლი დეველოპმენტის“ შეფასება

რატომ გაძვირდა მშენებარე ბინები - „მწვანე სახლი დეველოპმენტის“ შეფასება

24-06-2023 02:30:24

მშენებლობის ფასი მკვეთრადაა გაძვირებული,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სამშენებლო კომპანია „მწვანე სახლი დეველოპმენტში“ განუცხადეს, რომელიც ამ დროისათვის საცხოვრებელ სახლს ვაზისუბანში (თეოფანე დავითაიას #16​) აშენებს.

კომპანიაში სამშებენლო ფასების ზრდის სამ ფაქტორს ასახელებენ და განმარტავენ, რომ ერთი წლის განმავლობაში 35%-იან ზრდას აჩვენებს.

„პირველი - სამშენებლო რეგულაციები გამკაცრდა, მეორე - სამშენებლო მასალები გაძვირდა და მესამე - მოთხოვნაც იზრდება. აქედან გამომდინარე ფასი წინა წელთან შედარებით 35%-ითაა გაზრდილი.

ჩვენს მაგალითზე, მოთხოვნის ზრდა მინიმუმ 30%-ის დონეზეა. მიმდინარე პროექტში ბინების 30%-ი უკვე გაყიდულია.

ჩვენი მომხმარებლები არიან საქართველოს მოქალაქეები, რადგანაც ეს ისეთი სეგმენტია, რომ ჩვენთან ძირითადად ქართველები ყიდულობენ - აცხადებენ „მწვანე სახლი დეველოპმენტში“.

სამშენებლო კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ მუშა-ხელის პრობლემა არ აქვთ და სამუშაოებს საკმაოდ გამოცდილი კადრებით ახორციელებენ.

„დასაქმების მხრივ მუშახელის დეფიციტს არ განვიცდით, რადგანაც დიდი ხანია ერთი და იგივე ადამიანებთან ვთანამშრომლობთ. იმისათვის, რომ არსებული გამოცდილი კადრები შევინარჩუნოთ გარდა იმისა, რომ ინტენსიურად ვცდილობთ ანაზღურების გაზრდას, ვახდენთ მათი საცხოვრებელი ფართით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

„მწვანე სახლი დეველოპმენტში“ მომავალ პროექტზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ მორიგ საცხოვრებელ კორპუსს უკვე მუხიანში ააშენებენ, სადაც კომპანიას შესაბამისი  მიწა უკვე აქვს.

„ბაზრის კვლევა საფასო ნაწილში უკვე გაკეთებული გაქვს და 1 კვ/მ-ის ფასი დაახლოებით 1000 -დან 1200 დოლარამდე იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.

„მწვანე სახლი დეველოპმენტი“ ამ დროისათვის ვაზისუბანში 12 სართულიან კორპუსს აშენებს. აქედან პირველი სართულია კომერციული, ხოლო დანარჩენი 11 სართული არის საცხოვრებელი. რაც შეეხება 1 კვ/მ-ის ფასს, ის 850 დოლარიდან 970 დოლარამდე მერყეობს.

პროექტი 2024 წლის დეკემბერში დასრულდება და მომხმარებლებს ფართები მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანია

„მწვანე სახლი დეველოპმენტი“ ბაზარზეა უკვე 7 წელია ოპერირებს და მისი პორტფელი 8 დასრულებულ  და 1 მიმდინარე პროექტს აერთიანებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები