დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს „კობეს მარანი“ ართანაში ჩასულ ტურისტებს

რას სთავაზობს „კობეს მარანი“ ართანაში ჩასულ ტურისტებს

25-07-2023 16:00:08

კახეთის ულამაზეს სოფელ ართანაში მდებარე სასტუმრო ,,კობეს მარანი“ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტია, რომელიც რამდენიმე სერვისს აერთიანებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მოიწყონ დაუვიწყარი ტური, ნატურალური პროდუქტები მიირთვან, ღვინის დეგუსტაციებსა და მასტერკლასებში ჩაერთონ და სხვა.

როგორც ,,კობეს მარნის“ დამფუძნებელი ნოდარ კობეშავიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, სასტუმროს დამსვენებლების უმეტესობას ადგილობრივი ტურისტები შეადგენენ. მისი თქმით, წელს განსაკუთრებით მზარდი მოთხოვნაა, რის ტრენდიც სავარაუდოდ მთელი სეზონის განმავლობაში შენარჩუნდება.

,,ჩვენი კომპანია პანდემიურ პერიოდში დაფუძნდა, თუმცა რეგულაციებიდან გამომდინარე, მალევე დავიკეტეთ. ამიტომ აქტიური საქმიანობა პანდემიის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ამ ეტაპზე საკმაოდ მყარი პოზიციები გვიჭირავს. სასტუმროს პარალელურად გვაქვს რესტორანი და ჩვენი ფერმა, მომხმარებლებს 100%-ით ნატურალურ პროდუქტს ვთავაზობთ, რაც ასევე დიდ ინტერესს იწვევს.

ფაქტობრივად ყველა სერვისია წარმოდგენილი - უამრავი ნაირსახეობით, რაც კომფორტული დასვენებისთვის სჭირდება ადამიანს. დასვენებასთან ერთად, სტუმრებს შეუძლიათ გაერთონ და დაკავდნენ სპორტითაც“, - ამბობს ნოდარ კობეშავიძე.

რაც შეეხება კონკრეტულ სერვისებს, ,,კობეს მარნის“ ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ძველი მანქანების მუზეუმი, ღვინის მუზეუმი და მარანი, მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციებსა და კულინარიულ მასტერკლასებში, ითამაშონ ბილიარდი, ცხენზე ჯირითი და სხვა.

სასტუმროს ბაზაზე არის ასევე აუზი და საუნა, ხოლო სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორებს შეუძლიათ თუშეთის ტურებიც დაგეგმონ და ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულონ.

რაც შეეხება ფასებს, ნომერი ორ სტუმარზე საუზმით და აუზით 220 ლარია, სამ სტუმარზე - 270 ლარი. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე, აუზი და ღვინის მუზეუმის დათვალიერება. სასტუმრო ,,კობეს მარანი“ 40 ნომრისგან შედგება. დასაქმებული 15 ადამიანიდან ყველა ადგილობრივი მკვიდრია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები