დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო სინგაპურში

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო სინგაპურში

28-07-2023 11:00:35

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველომ სინგაპურში 5,906.12 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ სინგაპურში 5,067.9 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. 

სინგაპურში ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს პანდემიის პერიოდში 2020 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ ექსპორტზე 19,557.79 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა. 

სინგაპურში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ეთილის სპირტი ნომერ პირველი პროდუქტია, მასზე მთლიანი ექსპორტის 65% მოდის.

TOP-5 პროდუქტი რასაც საქართველო სინგაპურში ყიდის (2023 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა)

  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 3,843.86 ათასი დოლარი,
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1,712.69 ათასი დოლარი,
  • საიუვილერო ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან - 95.49 ათასი დოლარი,
  • ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები - 51.78 ათასი დოლარი, 
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 49.64 ათასი დოლარი.

ექსპორტისგან განსხვავებით შემცირდა იმპორტი. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სინგაპურიდან იმპორტი 52%-იან კლებას აჩვენებს.

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ სინგაპურიდან 9,470.26 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, მან როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 19,800.54 ათასი დოლარის დონეზე იყო. აღსანიშნავია, რომ სინგაპურიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია.

TOP-5 პროდუქტი რასაც საქართველო სინგაპურში ყიდულობს (2023 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა)

  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 4,449.70 ათასი დოლარი,
  • მატარებლები მზა, ჩაუწერელი, ხმის ჩაწერის ან სხვა ანალოგიური მოვლენების ჩაწერისათვის - 935.37 ათასი დოლარი,
  •  გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 784.84 ათასი დოლარი,
  • მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 336.18 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული -251.11 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები