საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
უახლესი
50 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა