დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უპირატესობები აქვს „მონოლით გრინ სითის” - ცნობილ პროექტს ორთაჭალაში

რა უპირატესობები აქვს „მონოლით გრინ სითის” - ცნობილ პროექტს ორთაჭალაში

18-07-2023 16:00:36

თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ,,მონოლით გრინ სითი”/Monolith Green City, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში შენდება. კომპლექსი 1.5 კმ-მდე მანძილითაა დაშორებული ისეთ ტურისტულ ადგილებს, როგორიცაა აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი.

პროექტი ,,მონოლით ჯგუფს“ ეკუთვნის. როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia- ს აცნობეს, 12 ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსი 21 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს.

პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობა დამთავრდა და გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე ეტაპი სრულდება 2023 წლის დეკემბერში, ხოლო მესამე, საბოლოო ეტაპი 2024 წლის დეკემბერში სრულდება.

რაც შეეხება კონცეფციას, კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორია, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები და აუზი, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი და სკოლა, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე, კომპლექსს აქვს ასევე თავისი მიწისქვეშა პარკინგი.

„მონოლით გრინ სითის“ ტერიტორიაზე ასევე გაშენდება სხვადასხვა უნიკალური ნარგავებით მოწყობილი დენდროლოგიური ბაღი, რათა მობინადრეთა ჯანსაღი ცხოვრების რიტმს სიმწვანე და სუფთა ჰაერი არ მოაკლდეს.

„მონოლით გრინ სითი-ს კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას. საცხოვრებელი კომპლექსი თეთრი კარკასის მდგომარეობით ბარდება, მშენებლობის დროული ვადების და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. საზაფხულო აქციის ფარგლებში ბინის შეძენისას მომხმარებელს ვთავაზობთ საგზურს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ან ICR ჯგუფის ავეჯის მაღაზიების ვაუჩერს.

მიმდინარე პერიოდში არსებულ შემოთავაზებასთან ერთად ემიგრანტებისთვის გვაქვს დამატებითი შემოთავაზება, შიდა განვადების შემთხვევაში პირველი შენატანი მხოლოდ 5%-ით შემოიფარგლება, შემდეგ 25% ნაწილდება მშენებლობის დასრულებამდე, დარჩენილი 70%-ის დაფარვა კი 2024 წლის ნოემბერში უნდა მოხდეს.

ფართომასშტაბიანი პროექტი, ინფრასტრუქტურა, გარემო, ხარისხი, ფასი და პირობები - ძირითადი უპირატესობებია, რაც პროექტს გამოარჩევს“, - აცხადებს ,,მონოლით ჯგუფის“ წარმომადგენელი.

რაც შეეხება ფასს, „მონოლით გრინ სითში“ ბინების საწყისი ღირებულება 1კვ/მ 855$ (2100 ლარიდან) -ს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები