დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უპირატესობები აქვს „ამბასადორი ჯგუფის“„აკადემიაში“ დასვენებას და როგორია „ამბასადორი კაჭრეთის“ დატვირთულობა

რა უპირატესობები აქვს „ამბასადორი ჯგუფის“„აკადემიაში“ დასვენებას და როგორია „ამბასადორი კაჭრეთის“ დატვირთულობა

29-07-2024 14:00:00

„ამბასადორი ჯგუფი“ მშვიდი დასვენების მოყვარულებს „აკადემიაში“ ეპატიჟება. „აკადემია“ ეს არის 
განსხვავებული კონცეფციის სივრცე, რომელიც ბრიტანული არქიტექტურით შთაგონებული ექსტერიერით გამოირჩევა.

“აკადემია” „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე, კომპლექსის ქვედა ნაწილში, მყუდრო ადგილას მდებარეობს, რაც იდეალურ ატმოსფეროს ქმნის, როგორც მშვიდი დასვენებისთვის, ასევე სამუშაო შეხვედრებისთვის, სემინარებისა და სხვადასხვა ტიპის კონფერენციებისთვის.

სასტუმრო “აკადემია” 4 სხვადასხვა კატეგორიის 40-ზე მეტ ნომერს, ბარ-რესტორანს, საკონფერენციო სივრცეებს და შიდა ეზოს აერთიანებს. შენობის წინ არსებული მდიდარი სპორტული ინფრასტრუქტურა (როგორიცაა ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთისა და საცხენოსნო მოედნები, ჩოგბურთის კორტები, დახურული სასროლეთი) კი საშუალებას იძლევა უმასპინძლოს ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სპორტულ შეჯიბრებებს, ასევე სხვადასხვა სპორტული კლუბის გასვლით ვარჯიშებს.

აღსანიშნავია, რომ აკადემიის სტუმრებისთვის ასევე ღიაა წვდომა კომპლექსში არსებულ სხვა სერვისებზე, მაგალითად:  ღია და დახურული აუზები, სპა, სპორტული დარბაზი, ბოულინგი, ბილიარდი, პადელი, გოლფი, რესტორანი და სხვ.

"აკადემიამ" ამ სეზონზე უკვე უმასპინძლა მრავალ სპორტულ შეჯიბრებას, მათ შორის გამოვყოფდით ჩოგბურთის და ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირებს.

პროფესიონალ კაც ჩოგბურთელთა ტურნირი ATP AMBASSADORI CHALLENGER და ITF AMBASSADORI TENNIS OPEN, შეჯიბრები ჩატარდა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და ATP Challenger Tour-ის ეგიდით. ATP Challenger-ის ტური პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორეა მსოფლიოში ATP-ს ტურნირების შემდეგ. მასში მონაწილეობას იღებენ უკვე შემდგარი პროფესიონალი ჩოგბურთელები, რომლებიც ჩელენჯერის ტურის შემდეგ თამაშს ATP-ს ტურნირებზე აგრძელებენ. ATP Challenger-ის საქართველოში ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ჩოგბურთის განვითარებისთვის და მოხარულები ვართ, რომ ჩვენც წვლილს შევიტანთ ამაში. ტურნირი ჩატარდა როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში.

რაც შეეხება ქვიშის ფრენბურთს, ვამაყობთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს. პირველად საქართველოში, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩვენთან ჩატარდა 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატი  ქვიშის ფრენბურთში. მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას სწორედ ჩვენ ვუმასპინძლეთ. 
გოგონათა ტურნირში გამარჯვებული გახდა ავსტრიის გუნდი, რომელმაც ფინალში შვეიცარია დაამარცხა, ხოლო ბიჭებში იტალიის ნაკრებმა გერმანიის გუნდთან მოიპოვა გამარჯვება. ევროპის პირველობაზე 33 ქვეყნის ნაკრები იბრძოდა. საქართველოს სახელით კი ორივე კატეგორიაში 3-3 წყვილი იღებდა მონაწილეობას.

გარდა ამ ტურნირებისა, სპორტული კუთხით უკვე მრავალ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ, მათ შორის არის ყოველწლიური ზუკას თასი წყალბურთში, გოლფის ადგილობრივი თუ საერთაშორისო  და ასევე საცხენოსნო ტურნირები“, - განმარტავენ „ამბასადორი ჯგუფში“.

რაც შეეხება “ამბასადორი კაჭრეთის“ დატვირთულობას, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ზაფხული ტრადიციულად ძალიან დატვირთულია.

„თითქმის მთელი სეზონის მანძილზე სრულად არის სასტუმრო დატვირთული, რაც ძალიან გვახარებს. ტრადიციულად სტუმრების უმრავლესობა ქართველი ტურისტებისგან შედგება“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს ამბასადორი ჯგუფში

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები