ქვეყნის გააქტიურებას იმისთვის, რომ 2024 წელს უფრო მეტი შედეგი გვქონდეს თავისთავად მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით კერძო-საჯარო თანამშრომლობის ფორმატში, ამბობს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.
მისი განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა შეძლოს მხოლოდ სახელმწიფო, ან მხოლოდ ბიზნესი ვერაფერს გახდება. მიზნის მისაღწევად ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაა საჭირო, რისი გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ აქვს.
„შესაბამისად ეს თანამშრომლობა გამოხატულია, როგორც გააქტიურება სხვადასხვა ქვეყნების მიზნობრივ ბაზრებზე იმისთვის, რომ არ ვკონცენტრირდეთ ერთი და იგივე მიმართულებაზე და შევძლოთ ახალი გზების მოძიება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული, ტურისტული დანიშნულების ადგილი გავხადოთ პოპულარული ახალ ბაზრებზე. ეს არის ერთობლივი თანამშრომლობის ამოცანა. საქართველოსთვის ახალ ბაზრებად ითვლებიან ინდოეთიც და ჩინეთიც, რომელთანაც უკვე გაქვს პირდაპირი რეისები და უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც ახალი ქვეყნების აღმოჩენით ინტერესდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შესაძლებლობები სწორად იქნეს მიწოდებული როგორც კულტურული ტურიზმის ჭრილში, ასევე სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო ტურიზმის, ასევე ეკოტურიზმის ჭრილში. მოგეხსენებათ გასტრო ტურიზმის არის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება, რაც ბოლო პერიოდში აქტიურად ზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. ეს ყველაფერი მაქსიმალურად უნდა იყოს მიწოდებული კომბინირებულ ტურებში, რათა საქართველოსადმი ინტერესი გავაღვივოთ“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა